ჩვენს შესახებ
საქართველოს ევანგელური ალიანსი ეს არის საქართველოში მოღვაწე ევანგელური ეკლესიების ნებაყოფილობითი გაერთიანება-ფორუმი. ქრისტიანულ – ევანგელური, კონსერვატიული ღირებულებების ირგვლივ.
ევანგელური ალიანსი აერთიანებს რამდენიმე ევანგელურ დენომინაციას, მაგალითად, ორმოცდაათინელები, ხარიზმატული ეკლესიები, ბაპტისტები, ლუთერანები, ხსნის არმია, ადვენტისტები დამოუკიდებელი ეკლესიები და ასე შემდეგ. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ალიანსის წევრ ეკლესიებს შორის არის განსხვავებები, მაგრამ ალიანსის წევრ ეკლესიათა გაერთიანებებს და ეკლესიებს აერთიანებს ალიანსის სამოძღვრო საფუძველი, რომელიც ალიანსის წევრი ეკლესიებისთვის არის საერთო და სწორედ საქართველოს ევანგელური ალიანსის სამოძღვრო საფუძველი არის განმსაზღვრელი, ესა თუ ის ეკლესია გახდება თუ არა საქართველოს ევანგელური ალიანსის წევრი.
საქართველოს ევანგელური ალიანსის ძირითადი მიზანი არის ქრისტიანობის ევანგელური მემკვიდრეობა და ფასეულობები იყოს მხარდაჭერილი და წარდგენილი საზოგადოების და ხელისუფალთა წინაშე, რათა ღმერთის სიტყვის გავრცელებას არ ქონდეს დაბრკოლება და ხელშეშლა საზოგადოებაში. ასევე ევანგელური ალიანსი შეეცდება ევანგელური ეკლესიათა ძალისხმევის კონსოლიდაციას, რათა უფრო ადვილად მივწვდეთ ყველა საჭიროებაში მყოფ ადამიანს.
