ალიანსის აღმასრულებელი მდივანი

   საქართველოს ევანგელური ალიანსის მმართველობას ახორციელებს ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, რომელიც ალიანსის წევრთა საერთო კრებაზე აირჩევა ხმების უმრავლესობით, ორი წლის ვადით. 

  საქართველოს ევანგელური ალიანსის პირველი აღმასრულებელი მდივანი, რომელიც არჩეული იქნა 2018 წლის 14 აპრილს, ალიანსის წევრთა საერთო კრებაზე,  გახლდათ ქ. ბათუმის წმიდა სამების პროტესტანული ეკლესიის პასტორი ვარლამ რამიშვილი.


ვარლამ რამიშვილი;

  პასტორმა ვარლამმა დიდი სამუშაო გასწია ალიანსის შექმნასა და ჩამოყალიბების საქმეში და დღესაც აქტიურად მონაწილეობს ალიანსის მოღვაწეობაში.

  საქართველოს ევანგელური ალიანსის შემდეგი აღმასრულებელი მდივანი არჩეული იქნა 2020 წელს და იგი გახხდა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ქალაქ გორში შმაგი ჭანკვეტაძე.


შმაგი ჭანკვეტაძე;

  საქართველოს ევანგელური ალიანსის შემდეგი აღმასრულებელი მდივანი არჩეული იქნა 2022 წელს და იგი გახდა საქართველოში ხსნის არმიის დივიზიის მეთაური, მაიორი რევაზ ბახტაძე.


 რევაზ ბახტაძე;

 მას შემდეგ კი რაც პასტორი რევაზ ბახტაძე საერთაშორისო ქრისტიანული ეკლესია ხსნის არმიის მიერ მივლინებული იქნა ამერიკის შეერთებულ სტატებში, არჩეული იქნა ალიანსის მომდევნიო აღმასრულებელი მდივანი, რომელიც დღემდე ახორციელებს უფლება მოვალეობას და იგი გახლავთ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი.


   მერაბ გაფრინდაშვილი;