ეკლესიის შევიწროება ქ. რუსთავში
გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას — ჩვენი ალიანსის ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს. როგორც საქართველოს ევანგელური ალიანსი, გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმართ. გვჯერა, რომ თითოეულ რელიგიურ გაერთიანებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს თავისი ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის, თავისუფლად შეიკრიბოს ღვთისმსახურებისთვის და განახორციელოს რელიგიური საქმიანობა საკუთარი რწმენისა და შეხედულებების შესაბამისად. ამ თავისუფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის ღირსების, კანონის უზენაესობისა და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.
Share on Social Media









